"საქართველოს ლეიბორისტული პარტია" თელავის არჩევნებს ფარსს უწოდებენ და აცხადებენ, რომ კახეთში მიმდინარე არჩევნები წესების დაცვით არ მიმდინარეობს. აღნიშნული განცხადება პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი გუგავამ გააკეთა.
ლეიბორისტებმა არჩევნებში საკუთარი კანდიდათი მოხსნეს.
'პროტესტის ნიშნად ლეიბორისტულმა პარტიამ თელავის საარჩევნო უბნიდან ყველა კომისიის წევრი გამოიწვია, რათა ხელი არ შეუწყოთ ნაციონალურ მოძრაობას ამ არჩევნების გაყალბებაში",- განაცხადა გუგავამ.
საქართველოს პარლამენტის 2011 წლის 2 ოქტომბრის შუალედურ არჩევნებში არჩევნებში სამი პოლიტიკური პარტია მონაწილეობს - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს" და „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა".
"ნაციონალური მოძრაობიდან" კენჭს თელავის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებელი ვასილ დავითაშვილი იყრის; ქრისტიან-დემოკრატებიდან -პარტიის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ნიკოლოზ ლაშხი, ხოლო „მრეწველებიდან" თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ვასილ არაბული.