ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა ამერიკელები პოტენციური საფრთხის შესახებ გააფრთხილა, რომელიც შესაძლოა, მათ "ალ-ქაიდას' ლიდერის ლიკვიდაციის გამო დაემუქროს.
რადიკალი ანვარ ალ-ავლაკის ფიზიკური განადგურების შესახებ იემენის თავდაცვის სამინისტრომ რამდენიმე დღის წინ განაცხადა. იემენის მედიის ცნობით, ალ-ავლაკი ქვეყნის სამხრეთით, აბიანის პროვინციაში ამერიკული უპილოტო საფრენი აპარატების ავიადარტყმების შედეგად დაიღუპა. მასთან ერთად დაიღუპა "ალ-ქაიდას" აქტივისტი სამირ ხანიც.
"აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ამერიკის მოქლაქეებს მათ წინააღმდეგ მიმართული შესაძლო შურისძიების შესახებ აფრთხილებს. ეს გაფრთხილება ძალაში 2011 წლის 30 ნოემბრამდე დარჩება", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
სახელმწიფო დეპარტამენტი ამერიკელბს, რომლებიც ქვეყნის ფარგლებს გარეთ იმყოფებიან, ურჩევენ კავშირი იქონიონ აშშ-ის სალჩოებსა და საკონსულოებთან და მაქსიმალური სიფრთხილე გამოიჩინონ.
"ალ-ავლაკის სიკვდილი ახლო მომავალში შესაძლოა, მნიშვნელოვანი მოტივი გახდეს ანტიამერიკული გამოსვლებისა იმ ცალკეული პირებისა და ჯგუფების მხრიდან, რომლებიც ამერიკის მოქალაქეებზე შურისძიებას მოინდომებენ", - აღნიშნულია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.