საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი "ალ-ჯაზირას" ჟურნალისტს დევიდ ფროსტს საქართველო-რუსეთის ურთიერთობაზე ესაუბრა.
სააკაშვილის თქმით, რუსეთთან ურთიერთობაში ორი დონე არსებობს - სიყვარულისა და სიძულვილის.
"რუსეთთან ურთიერთობაში ორი დონე არსებობს. ერთის მხრივ რუსეთის მთავრობა ჩვენ საზღვრებს არ ცნობს, არ აღიარებს საქართველოს დემოკრატიულად არჩეულ ხელისუფლებას, არ ასრულებს მათ მიერ ხელმოწერილ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას. ცოტა ხნის წინ პრესაში გაჩნდა მასალა სადაც ნიკოლა სარკოზი ყვება, თუ როგორ ყვიროდა ვლადიმერ პუტინი, რომ ჩემი ჩამოხრჩობა უნდოდა. რუსეთთან ურთიერთობის ეტაპია, ისიც რომ საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპირებულია და ნახევარ მილიონზე მეტ ადამიანს თავის კუთხეში დაბრუნება არ შეუძლია, რადგან რუსეთის ხელისუფლებამ გადაწყვიტა რომ აფხაზეთი და ოსეთი მათი საცხოვრებელი არ რის",- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოს მოქალაქეებს რუსეთში მოხვედრა არ შეუძლიათ.
"საქართველოში ბევრი რუსი ეროვნების ადამიანი ჩამოდის. ჩვენ რუსეთის სამხრეთ რეგიონებში მცხოვრები ადამიანებისთვის უვიზო რეჟიმი დავაწესეთ. ქართველებისთვის კი რუსეთში მოხვედრა თითქმის შეუძლებელია. თუ კარგად დავაკვირდებით საქართველოში ჩამოსული რუსები აღფრთოვანებულები არიან თუ როგორ შეიცვალა ჩვენი ქვეყანა ბოლო წლების განმავლობაში. რამდენიმე დღის წინ პოლონეთში რუს პროფესორს შევხვდი, რომელმაც მითხრა, რომ დღეს ჩვენ ისე ვართ თქვენით აღტაცებული, როგორც ვიყავით ცივი ომის დროს ამერიკით და დასავლეთ გერმანიით. მე კი ვუპასუხე, რომ თუ ჩვენ თქვენთვის გერმანიასა და ამერიკას ჩავანაცვლებთ, უსიმოვნებაში აღმოვჩნდებით. ამ ეტაპზე ბევრი რუსი ჩვენით აღფრთოვანებულია და ეს მათი ბუნებრივი განცდაა, თქვენ სწორად აღნიშნნეთ, საქართველო-რუსეთ შორის სიყვარული და სიძულვილია", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.