დღეს, 2 ოქტომბერს, თელავში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. ცესკო-ს ინფორმაციით, თელავის საარჩევნო ოლქში 56 932 ამომრჩეველია და 54
საარჩევნო უბანი იმუშავებს. საარჩევნო უბნები დილის 7 საათზე გაიხსნა, 8
საათიდან კი კენჭისყრა დაიწყო.
შუალედური საპარლამენტო არჩევნები თელავში მაჟორიტარი დეპუტატის გია არსენიშვილის გარდაცვალების გამო დაინიშნა. არჩევნებში სამი პოლიტიკური პარტია მონაწილეობს - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს" და „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა".
ნაციონალური მოძრაობიდან კენჭს თელავის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებელი ვასილ დავითაშვილი იყრის; ქრისტიან-დემოკრატებიდან -პარტიის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ნიკოლოზ ლაშხი, ხოლო „მრეწველებიდან" თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ვასილ არაბული.