საქართველოს კონსტიტუციისა და ქვეყნის დამოუკიდებლობის 20 წლისთავის აღსანიშნავი ღონისძიებებით გაიხსნება ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საშემოდგომო სესია.
სტრასბურგში წარმოდგენას სუხიშვილები გამართავენ. გარდა ამისა, ევროპის საპარლამენტო ასამბლეის შენობაში მოეწყობა ექსპოზიცია სადაც საქართველოსთან დაკავშირებული 1921 წლის ფოტო და ისტორიული მასალა გამოიფინება.
წარმოდგენილი იქნება საქართველოს კონსტიტუციის ორიგინალიც. ექსპოზიცია სტრასბურგში ერთი კვირა გაგრძელდება.