ე.წ. სამხრეთ ოსეთის გენერალურმა პროკურატურამ ე.წ. სამხრეთ ოსეთის "პრეზიდენტობის" ერთ-ერთი კანდიდატის ჯამბილოტ თედეევის ხუთი მომხრე დააკავა, რომლებმაც გუშინ ე.წ. ცესკოს სხდომაზე შეჭრა სცადეს. ე.წ. ცესკო გუშინდელ სხდომაზე ჯამბოლატ თედეევის "პრეზიდენტობის კანდიდატად" რეგისტრაციის საკითხს განიხილავდა.
"ორ მათგანს 15 დღეღამით თავისუფლების აღკვეთა ხულიგნობისათვის უკვე მიესაჯათ. მათ ბრალად ედებათ სახელმწიფო ჩინოვნიკებისათვის შეურაცხყოფის მიყენება და სახელმწიფო ქონების დაზიანება", _ აცხადებს ე.წ. გენპროკურორის მოადგილე ელდარ კოკოევი და აღნიშნავს, რომ თუ საჭირო გახდება, შესაძლოა თავად თედეევის დაკითხვაზე დაბარებაც მოხდეს.