"ქრისტიან-დემოკრატები" ჰიბრიდული სიმინდის ჩავარდნილი პროგრამის შესახებ დაწყებული კამპანიის მნიშვნელოვან შედეგზე საუბრობენ. ამის შესახებ დღეს თელავის რაიონის სოფელ კურდღელაურში გლეხებთან შეხვედრისას ლევან ვეფხვაძემ და გიორგი ახვლედიანმა განაცხადეს.
"მიგვაჩნია, რომ მივაღწიეთ ფერმერებისთვის უმნიშვნელოვანეს შედეგს. ჩვენი მრავალჯერადი მოთხოვნის შემდეგ, უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა აკაკი ბობოხიძემ დადო პირობა, რომ ის ადამიანები, ვინ მომავალ წელს აღარ მოისურვებენ ამ პროგრამაში ჩართვას, ავტომატურად გათავისუფლდებიან განვადებით გამოტანილი სიმინდის თესლის დავალიანებისგან. "ქრისტიან-დემოკრატები" დეტალურ მონიტორინგს გავუწევთ ამ პროცესს" - განაცხადა გიორგი ახვლედიანმა.
ლევან ვეფხვაძის თქმით, იმ პირობებში, როცა დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში, მთავრობის გაუაზრებელი პოლიტიკის შედეგად, უამრავი ადამიანი დაზარალდა, არსებული დავალიანების ჩამოწერა არის მნიშვნელოვანი შეღავათი, რაც გლეხებს ამოსუნთქვის საშუალებას მისცემს.
"ჩვენ ასევე მივიღეთ პირობა, რომ მომავალ წელს სოფლების მოსახლეობას არავინ აიძულებს ჰიბრიდულ პროგრამაში მონაწილეობას. ეს მნიშვნელოვანია იმ თვალ;საზრისითაც, რომ ამერიკული "პიონერის" ჯიშის სიმინდი არ იძლევა სათესლე მასალად გამოყენების საშუალებას და ამ კუთხითაც გლეხებს თავისუფალი არჩევანი ექნებათ" - განაცხადა ვეფხვაძემ.
მასალის გამოყენების პირობები