ბომბის აფეთქების შედეგად, რომელიც ერაყის ცენტრალურ ნაწილში გზაზე იყო დამონტაჟებული, 18 კაცი გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ "როიტერი" ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, აფეთქება დაკრძალვის პროცესიის ახლოს მოხდა. აღნიშნული ინციდენტის სხვა დეტალები უცნობია.