თურქეთის ქალაქ ანტალიაში პოლიციის განყოფილების ახლოს აფეთქება მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ "ბი-ბი-სი" ავრცელებს.
პირველადი მონაცემებით, ჯერჯერობით გარდაცვლილია ერთი ადამიანი, თუმცა არ გამორიცხავენ, რომ მსხვერპლის რაოდენობა მეტი იყოს. ვრცელდება ასევე ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პოლიციის შენობა, სადაც აფეთქება მოხდა, პრაქტიკულად დაინგრა.