ვარშავაში აღმოსავლეთის პარტნიორობის სამიტზე მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა კომენტარი ბელორუსთან დაკავშირებით გააკეთა და განაცხადა, რომ ბელორუსის გარეშე ეს გართიანება სრულფასოვანი ვერ იქნება.
"ბელორუსის გარეშე ეს გაერთიანება სრულფასოვანი ვერ იქნება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირმა არ დაკარგოს კონტროლი პროცესზე და ეს პროცესი არ ჩაუვარდეს ხელში დიდ მეზობელს, რომელიც, როგორც ყველამ ვიცით, ასევე არის დაკავებული ამ საკითხით. ამიტომ ცუდიa, რომ დღეს არ იყო ბელორუსის წარმომადგენელი დარბაზში", _ განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა და აღნიშნა, რომ შემდეგი სხდომებისთვის ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ბელორუსი მოლაპარაკებათა მაგიდასთან იჯდეს.
"ძალიან მნიშვნელოვანია, შემდეგი სხდომებისთვის გაკეთდეს ყველაფერი, მათ შორის დიალოგის, მოლაპარაკებების გზით იმისთვის, რომ მათ ასევე დაიკაონ ადგილი მოლაპარაკების მაგიდასთან. ეს არის მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ გაგრძელდეს ბელორუსის ევროპული განვითარება და ჩვენ ეს აქ ერთმნიშვნელოვნად გამოვხატეთ", _ განაცხადა სააკაშვილმა.
სააკაშვილმა დღეს ასევე ორმხრივი შეხვედრები გამართა ევროპელ კოლეგებთან. პრეზიდენტი შეხვდა შვედეთის, ბელგიისა და მალტის პრემიერ-მინისტრებს. შეხვედრის მთავარი თემა ქვეყნებს შორის ურთიერთობები იყო.
აღმოსავლეთის პარტნიორობის სამიტი ვარშავაში დღეს სრულდება. სამიტი ორდღიანი იყო.
შეგახსნებთ, რომ აღმოსავლეთის პარტნიორობის სამიტზე ბელორუსი წარმოდგენილი არ იყო.