"საქართველო ვერ დარჩება მარტო, ის ევროპულ ოჯახში უნდა იყოს", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ვარშავაში სამიტზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას.
საქართველოს პრეზიდენტი აცხადებს, რომ საქართველო დსთ-ის წევრი არ არის და ვერც დარჩებოდა იქ.
"ჩვენ ვართ ძალიან რთულ რეგიონში ძალიან დიდი გამოწვევების წინაშე და ეს არის ჩვენთვის უბრალოდ სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი. ჩვენ უნდა ვიყოთ რაღაც გაერთიანებაში, ჩვენ აღარ ვართ დსთ-ის წევრი. არაფერს არ იძლეოდა დსთ და ვერც დავრჩებოდით იქ. სადღაც უნდა ვიყოთ და ეს სადღაც არის ჩვენთვის ევროპული სახლი", _ აცხადებს სააკაშვილი.