სოფლის მეურნეობის მინისტრს გადამწყვეტი პასუხი არ აქვს იმასთან დაკავშირებით, თუ რა ეშველებათ იმ ფერმერებს, რომლებიც ჰიბრიდული სიმინდის პროგრამაში მონაწილეობდნენ და როგორც ოპოზიცია აცახდებს დაზარალდნენ.
როგორც კვეზერელი აცხადებს, სოფლის მეურნეობის სამინისტრო ინტენსიურად მუშაობს პროგრამაში მონაწილე ფერმერებთან და მათაგნ იღებს დეტალურ ინფორმაციას ამ მოსავლის მიმდინარეობის შესახებ. შესაბამისად, პროგრამის დასრულების შემდეგ დაიდება საბოლოო დასკვნა და გამოვლინდება ის ხარვეზებიც, რაც ამ პროგრამს თან ახლდა.
კვერზერელის განმარტებით, სწორედ ამის შემდეგ ცალკეულ მუნიციპალიტეტებთან მოხდება შეჯერება და ამის შემდგე გადაწყდება, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს სახელმწიფო იმ ფერმერების მიმართ, რომლებმაც, ოპოზიციის თქმით, იზარალეს.
თუმცა როგორც თავად ოპოზიცია აცადებს, ასეთი ფერმერების რაოდენობა დიდია და ზოგიერთ ფერმერს განვადებით გამოტანილი თესლისთვის გადასახდელი აქვს 70-80 ლარი და მოუსავლიანობის გამო ამ თანხის გადახდას ვერ ახერხებს.
ჯონდი ბაღათურიას თქმით, ამ ხალხს დროულად უნდა გაეცეს პასუხი და სახელმწიფომ უნდა მოიფიქროს მათთვის გარკვეული მექანიზმი.
სოფლის მეურნეობის მინისტრმა დღეს პროგრამაში მონაწილე ფერმერების რაოდენობაზედაც გააკეთა კომენტარი. როგორც ოპოზიციონერმა დეპუტატებმა კვეზერელს სამთავრობო საათზე ნათქვამი თავისივე სიტყვები გაახსენეს, პროგრამაში საერთო ჯამში 35 ათასამდე ფერმერი დარეგისტრირდა. თუმცა როგორც კვეზერელმა განმარტა, ამ ფერმერებიდან ათმა პროცენტმა ვერ მოახერხა სახელმწიფოსთვის შესაბამისი საბანკო გარანტიის წარდგენა და შესაბამისად პროექტს გამოეთიშნენ. ხოლო ფერმერთა ნაწილი ერთმანეთში გამსხვილდა და მათ ერიანად წარადგინეს საბანკო გარანტიები და ამ ფონზე საბოლოო ჯამში იმ ფერმერთა რაოდნეობა, რომლებიც მონაწილეობდნენ ამ პროექტში შემცირდა. თუმცა კვეზერელი ამ დროისათვის პროგრამაში მონაწილე ფერმერების საბოლოო რიცხოვნებასაც ვერ ასახელებს და ამბობს, რომ ეს პროგრამის დასრულების და პროექტის შეჯამების შემდეგ გახდება ცნობილი.
კვეზერელი არ უარყოფს, რომ ზოგიერთმა ფერმერმა იმაზე ნაკლები მოსავალი მიიღო, რასაც ვარაუდობდა, თუცმა მიღებული მოსავალიც კი გაცილებით მეტია, ვიდრე იგივე ფერმერი საბჭოთა კავშირის დროინდელი ჰიბრიდული სიმინდის თესლისგან იღებდა. კვეზერელკმა ასევე განაცხადა, რომ მას არანაირი ინფორმაცია არ აქვს იმის შესახებ, რომ თავის დროზე გამგებლებმა ეს ფერმერები აიძულეს, ჰიბრიდული სიმინდი შეეძინათ, რაზედაც განცხადებები აგრარული კომიტეტის სხდომაზე ოპოზიციის მხრიდან გაკეთდა.
კვეზერელი დეპუტატებს დაჰპირდა, რომ ამ საქმეს შეისწავლის, თუმცა აღნიშნულის შესახებ ის არანაირ ინფორმაციას არ ფლობს, რადგან გამგებლებისთვის არანაირი გეგმები არ ყოფილა შედგენილი და რომ ეს ყველაფერი საბჭოთადროინდელი გადმონაშთია.