უკვე სამი საათია რაც პოლონეთის პრემიერის რეზიდენციაში ევროკავშირის წევრი და პარტნიორი ქვეყნების ლიდერების შეხვედრა მიმდინარეობს. ვარშავაში აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი იმართება. სიტყვით უკვე გამოვიდნენ ბულგარეთის პრემიერი, გერმანიის კანცლერი და საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.
ევროკავშირში გაწევრიანების მსორველი ქვეყნების ლიდერები დღეს იმაზე საუბრობდნენ თუ რა რეფორმებს ატარებს ესა თუ ის ქვეყანა ევროპულ გაერთიანებაში ინტეგრაციისათვის. ევროკავშირის წარმომადგენლები კი აქცენტებს აღმოსავლეთ პარტნიორობის პრიგრამის ახალ ეტაპზე გადასვლასთან დაკავშირებით გააკეთებენ.
საქართველოს ორი მოლოდინი აქვს: პირველი - სამიტის მიმდინარეობის დროს გაარკვიოს როდის დაიწყება მოლაპარაკებები სავაჭრო ურთიერთიბების შესახებ ახალი დოკუმენტის გაფორმებასთან დაკავშირებით და მეორე - მიაღწიოს შეთანხმებას სავიზო რეჟიმის კიდევ უფრო გამარტივებაზე.
მასალის გამოყენების პირობები