ვიცე პრემიერ-მინისტრი გიორგი ბარამიძე საფრანგეთისა და იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრებისა და ევროპის სახალხო პარტიის მიწვევით საფრანგეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა და მონაწილეობას მიიღებს ქალაქ ბორდოში ევროპის სახალხო პარტიის ორგანიზებით გამართულ კონფერენციაში.
კონფერენციას ევროკავშირის წევრი და არაწევრი ქვეყნების მთავრობების წევრები დაესწრებიან, სადაც განიხილავენ ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის, ხმელთაშუაზღვისა და ბალკანეთის რეგიონებში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებულ საკითხებს.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ვიცე პრემიერ-მინისტრის ორმხრივი შეხვედრები ირლანდიის სახელმწიფო მინისტრთან ევროპის საკითხებში, პორტუგალიის სახელმწიფო და საგარეო საქმეთა მინისტრთან, ლატვიისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან, ასევე საფრანგეთის ერთ-ერთი წამყვანი რეგიონის გირონდის ქალაქ სანტ ემილიონის მერთან.