ჩინეთში კონფუცის სახელობის მსოფლიო მშვიდობის პრემია, რომელიც რუსეთის პრემიერის ვლადიმერ პუტინისა და გერმანიის კანცლერისათვის ანგელა მერკელისათვის უნდა გადაეცათ გააუქმეს. ინფორმაციას ამის შესახებ გაზეთი "ხუანციუნ შიბაო" კულტურის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
კონფუცის სახელობის პრემია 2010 წელს პირველად იქნა მინიჭებული ჩინელი დისიდენტისათვის ლიუ ციაბოსათვის ნობელის პრემიის მინიჭების პასუხად.
მეორე პრემიის გადაცემის მომზადების შესახებ ინფორმაცია 17 სექტემბერს გავრცელდა. ნომინანტთა შორის რუსეთის პრემიერი ვლადიმერ პუტინი და გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი იყვნენ. პრემიის გადაცემა 9 დეკემბერს უნდა მომხდარიყო.
აღსანიშნავია, რომ რამდენიმე ხნის წინ გერმანული პრემიის "კვადრიგას" ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს 2011 წელს ეს პრემია ოთხიდან არც ერთი ნომინანტისათვის არ მიეცათ. ნომინანტთა შორის ასევე იყო რუსეთის პრემიერი ვლადიმერ პუტინი.
მასალის გამოყენების პირობები