საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი საქართველოს ეწვევა 7 ოქტომბერს. საქართველოში საფრანგეთის საელჩოს ინფორმაციით, 17:30სთ-ზე იგი სიტყვით მიმართავს თავისუფლების მოედანზე შეკრებილ საზოგადოებას.
საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ამ საჯარო გამოსვლაზე დასწრება თავისუფალია. საელჩო მიმართავს საქართველოს ყველა დაინტერესებულ მოქალაქეს და საქართველოში მცხოვრებ საფრანგეთის მოქალაქეებს თავისუფლების მოედანზე შეიკრიბონ 17:00სთ-დან.