"თავისუფალი დემოკრატები" მინდინარე წლის დედქალაქის ბიუჯეტის ხელახალ დამტკიცებას მხარს არ დაუჭერენ. ამის შესახებ საკრებულოში გამართულ პრესკონფერენციაზე ზურაბ აბაშიძემ და ვიქტორ დოლიძემ განაცხადეს.
"თავისუფალ დემოკრატებს" მიაჩნით, რომ დედაქალაქის ბიუჯეტის ხშირი ცვლა ბიუჯეტის დაგეგმვის არასრულფასოვნებაზე მიუთითებს.
"დედაქალაქის მერიამ მხოლოდ სექტემბერში აღმოაჩინა, რომ ქონების გადასხადიდან შემოსავლები საბიუჯეტო წლის დარჩენილ 3 თვეში შეუძლია გაზარდოს 6,5 მლნ. ლარით. ფინანსთა სამინისტრო კი დედაქალაქს 12 მლნ. ლარის ტრანსფერის გამოუყოფს",- განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
საკრებულოს წევრმა, კომუნალურ გადასახადებზე ნაგვის გადასახადის მიბმა კიდევ ერთხელ გააპროტესტა.
"მერიისა და საკრებულოს ნაცმოძრაობის უკანონო გადაწყვეტილებით, აღნიშნული მოსაკრებლის ცვლილება ბიუჯეტში ასახული არ არის",- აცხადებს უმცირესობის წევრი.
მისივე თქმით, დედაქალაქის მერმა "თავისუფალი დემოკრატების" შეთავაზება არ გაითვალისწინა, რომელიც 2012 წლის დედაქალაქის ბიუჯეტის ერთობლივ შემუშავებას ეხებოდა.