დღეს, 30 სექტემბერს, 12:00 საათზე, პირველი კლინიკური (ე.წ. "არამიანცის) საავადმყოფოს ტერიტორიაზე კონსერვატიული პარტიის დედაქალაქის საქმეთა მდივნის ლაშა ჩხარტიშვილისა და უფლებადამცველი დაჩი ცაგურიას ბრიფინგი გაიმართება.
ბრიფინგის თემა იქნება "კულტურული და ისტორიული მემკივიდრეობის ძეგლის, ძმები ზუბალაშვილების ქველმოქმედებით აგებული, საქართველოში პირველი ბავშთა საავადმყოფოს შენობის დანგრევის გეგმა".
ჩხარტიშვილის ინფორმაციით, დანგრევა ხელისუფლების წარმომადგენელთა ხელშეწყობით უახლოეს დღეებში უნდა დაიწყოს.