საქართველოს პრეზიდენტი აზერბაიჯანელ კოლეგას შეხვდა. მიხეილ სააკაშვილისა და ილჰამ ალიევის შეხვედრა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის ფარგლებში შედგა. მხარეებმა ისაუბრეს რეგიონის უსაფრთხოებაზე, ენერგეტიკულ საკითხებზე და საქართველოსა და აზერბაიჯანის ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე. რამდენიმე წუთში კი დაიწყება ევროკავშირის უმაღლესი კომისრის საგარეო საკითხებში კეტრინ ეშტონისა და მიხეილ სააკაშვილს შორის შეხვედრა. შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება იქნება.
ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი დღეს 21:00 საათზე გაიხსნება. დაგეგმილია ორი პლენარული სესია, სადაც საქართველოს პრეზიდენტი სიტყვით გამოვა. ჩვენი ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი თემები თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ასოცირებული ხელშეკრულება და ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის გამარტივებაა. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სამიტის ფარგლებში შეხვედრებს გამართავს ევროპელ ლიდერებთან. სამიტის პარალელურად ვარშავაში კონფერენცია იმართება, სადაც საქართველოს პარლამენტის თავჯდომარე დავით ბაქრაძეც არის მიწვეული.