„ეროვნული საბჭო ხელისუფლებას ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის, თომას ჰამერბერგის რეკომენდაციების გათვაისწინებისკენ მოუწოდებს, როგორც პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ეროვნული საბჭოს იურისტმა როინ ხიჯაკაძემ განაცხადა, თომას ჰამარბერგის ბოლო დასკვნის შემდეგ საქართველოს ხელისუფლებამ ვალდებულება აიღო, რომ ადამიანის უფლებების მხრივ მდგომარეობას გამოასწორებდა, თუმცა ამ მიმართულებით არაფერი გაკეთებულა.
„ხელისუფლებამ სისხლის სამართლის პოლიტიკასთან დაკავშირებითაც აიღო ვალდებულება, მაგრამ ამ თვალსაზრისით რაიმე ცვლილება არ გატარებულა. მოვითხოვთ განხორციელდეს საკანონმდბლო ცვლილებები სისხლის სამართლის სფეროში და ეს ცვლილებეი უნდა შეესაბამებოდეს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კმისარის მოთხოვნებს",- განაცხადა ხიჯაკაძემ.