ევროკავშირისთვის პოსტსაბჭოთა სივრცეში არსებული კონფლიქტების მოგვარება პრიორიტეტია. ამის შესახებ ვარშავის აღმოსვლეთ პარტნიორობის სამიტზე ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა კეტრინ ეშტონმა განაცხადა.
მისი თქმით, ამ ეტაპზე სამხრეთ ოსეთის, აფხაზეთის, ყარაბახისა და დნესტრისპირეთის პრობლემები დაბრკოლებას წარმოადგენს.
"საჭიროა პარტნიორმა ქვეყნებმა ყველაფერი გააკეთოს მათი მშვიდობიანი მოწესრიგებისთვის", - განაცხადა ეშტონმა.
მისი თქმით, პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებს შორის არჩევანი მათი დემოკრატიულობის დონის მიხედვით გაკეთდება.