საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე პოლონეთს, შვედეთს და დიდ ბრიტანეთს ეწვევა.
ბაქრაძე 29 სექტემბერს, ვარშავაში, აღმოსავლეთ პარტნიორობის კონფერენციაში - "სვლა ევროპული დემოკრატიული საზოგადოებისკენ, კეთილდღეობა და ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება" მიიღებს მონაწილეობას და სიტყვით გამოვა.
"ამ კონფერენციაზე ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება საქართველო. ჩემს გამოსვლაში ვისაუბრებ ქართულ-ევროპულ ურთიერთობაზე, ასევე, რა არის ჩვენი ხედვა და ამბიცია და რას ველოდებით უახლოეს მომავალში ევროკავშირისგან.
1 ოქტომბერს კი, შვედეთში, "ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლო -ავტორიტარულ და დემოკრატიულ გადასვლას შორის" კონფერენცია გაიმართება. დავით ბაქრაძე მონაწილეობას მიიღებს დისკუსიაში თემაზე: "რისი გაკეთება შეუძლია და ვალდებულია გააკეთოს ევროკავშირმა" .