"საქართველოს ლეიბორისტული პარტიის" საერთაშორისო მდივანმა ნესტან კირთაძემ აფხაზი ხალხისადმი გაკეთებული მიმართვა ევროკავშირის ელჩს საქართველოში ფილიპ დიმიტროვს პირადი შეხვედრისას გადასცა. mimarTva ბრიუსელში gaigzavneba.
სპეციალური მიმართვა გაეგზავნება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის რეფერენტს საქართველოს საკითხებში დავიდ სვალეის და გადაეცემა სახელმწიფო მდივანს, ჰილარი kლინtონს; ეს სპეციალური მიმართვა გაიგზავნება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში და გადაეცემა სერგეი ლავროვს.
"საქართველოს ლეიბორისტული პარტიის" საერთაშორისო მდივანი ნესტან კირთაძე აფხაზეთის პოლიტიკურ ლიდერ ალექსანდრე ანქვაბს, აფხაზ ხალხსა და საზოგადოებას და საერთაშორისო საზოგადოებას სპეციალურ მიმართვას უგზავნის. მიმართვის მიხედვით, "ლეიბორისტები" ორმხრივი გარდაუვალი თანამშრომლობის ინიციატივით გამოდიან.
"გამოვდივართ არაღიარების, მაგრამ ორმხრივი დიალოგის დაწყების; არაღიარების, მაგრამ გარდაუვალი თანმშრომლობის დაწყების ინიციატივით. მივმართავ ალექსანდრე ანქვაბს, როგორც აფხაზი ხალხის ამჟამინდელ პოლიტიკურ ლიდერს, რომ გაქვთ ისტორიული შანსი და უნიკალური შესაძლებლობა ორმხრივი სამშვიდობო დიალოგის დაწყებისა და გარწმუნებთ, რომ ეს ქართველი და აფხაზი ხალხის საერთო ინტერესებშია. მინდა დაგარწმნუნოთ, რომ აფხაზი ხალხის მომავალი, მისი თვითმყოფადობის, ენის, კულტურის, იდენტობის გადარჩენა და მომვალი ერთიანი ქართული სახელმწიფოს წიაღშია, ერთიანი, დემოკრატიული და ძლიერი ქართული სახლმწიფოს წიაღში. გიწვდით ხელს და მოგმართავთ: მოვამზადოთ საფუძვლები ერთმანეთთან მშვიდობიანი თანაარსებობის, თანაცხოვრების და თანაყოფობის პირველი ნაბიჯებისათვის. ჩვენ ხელახლა უნდა აღმოვაჩინოთ და გავიცნოთ ერთმანეთი; ჩვენ უნდა მოვუსმინოთ ერთმანეთს; და არ დავუშვათ ქართველი და აბხაზი მომვალი თაობების ერთმანეთთან გაუცხოვება, მითუმეტეს მტრობა; და დავიწყოთ პირველი ნაბიჯები და ეს ურთიერთობები პირდაპირი დილოგის ორმხრივ ფორმატში", - აღნიშნულია მიმართვაში.