"სამოქალაქო ფრონტის" ერთ-ერთმა ლიდერმა ჯაბა ჯიშკარიანმა "ქართველთა მარში" დაიწუნა. როგორც ჯიშკარიანმა "ჯი-ეიჩ-ენს" განუცხადა, დღეს მკვეთრი პოლიტიკური პროტესტი არ იგრძნობოდა.
"მარშს ცალკეულ პოლიტიკურ პარტიებს ვერ მივაწერ. აქ ბვრი სამოქალაქო სამოქალაქო და არასამთავრობო სექტორია წარმოდგენიილი. დღეს, უბრალოდ, ამ ხალხმა მესიჯი გაუგზავნა საქართველოს ხელისუფლებას, რომ ის აფხაზეთისა და ოსეთის კონფლიქტის მოგვარებაში ნაციონალური მოძრაობის მიერ გადადგმული ნაბიჯებით უკმაყოფილოა. ხალხი მაინც არ იყო იმ რაოდენობის. ეს რომ ფართო ძალების მიერ ყოფილიყო ორგანიზებული, ხუთჯერ მეტი ადამიანი ჩაებმეობდა ქართველთა მარშირებაში. ცალ-ცალკე ვერაფერს გავხვდებით, ოპოზიცია წინასაარჩევნოდ უნდა შეიკრიბოს და ბოლოს და ბოლოს საერთო სამოქმედო გეგმაც უნდა დადოს", - განაცხადა ჯიშკარიანმა.