"ეროვნული ფორუმი" გაჩერებას არ აპირებს. ამის შესახებ "ქართველთა მარშირების" ერთ-ერთმა ორგანიზტორმა გუბაზ სანიკიძემ სამების საკათედრო ტაძართან შეკრებილ მხარდაჭერებს განუცხადა.
"ჩვენ არ მოვეშვებით, თქვენი იმედი გვაქვს. ცალ-ცალკე ვერაფერს გავხვდებით. იმ გზას, რომელიც ჩვენ გავიარეთ ერქვა გზა დაცემიდან ამაღლებამდე და ეს გზა აქვს ყველა ქართველს აქვს გასასვლელი. ამ გზას ყველა ერთად აუცილებლად გავივლით. დღეს ამის აღთქმას სამების ტაძარში ვაპირებთ, თუ გინდათ ამას ფიცი უწოდეთ", - განაცხადა სანიკიძემ.
"ქართველთა მარში" რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყო. მარშის მონაწილეებმა რუსთაველი ფეხით გაიარეს. მსვლელობა სამების ტაძართად დასრულდა.