ქართველთა მარშში მონაწილეობას სახალხო კრების საინიციატივო ჯგუფის წევრი ირაკლი ბათიაშვილიც იღებს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ბათიაშვილმა განუცხადა, მისთვის დღევანდელი დღე ნიშნავს პატივი მიაგოს იმ გმირებს, რომლებიც 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმში გმირულად დაეცნენ.
"რაც შეეხება ფორუმის იდეას ჩვენ თავიდანვე გამოვხატეთ მზადყოფნა გვერდით დაუდგეთ არა რომელიმე პოლიტიკურ ძალას, არამედ ხალხის ნება-სურვილს. საპროტესტო ტალღა კი როგორც ხედავთ დიდია" - განაცხადა ბათიაშვილმა.
მისივე თქმით, სახალხო კრება ქართველთა მარშის სამოქმედო გეგმას არ იცნობს.