"ქართველთა მარშის" მონაწილეები რუსთაველის მოედნისკენ მიემართებიან.
ორი ათასამდე აქტივისტი ვადების მოედანზე შეიკრიბა და ეროვნული ფორუმის ერთ-ერთი ლიდერის, გუბაზ სანიკიძის გამოჩენას ტაშით მიეგება. როგორც ქართველთა მარშის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა გუბაზ სანიკიძემ "ჯი-ეიჩ-ენს" განუცხადა, აქ მოვიდნენ ადამიანები, რომლებიც სოხუმისა და აფხაზეთის დაკარგვას არ შეეგუებიან.
"სიმბოლურია, რომ აფხაზეთის დაკარგვის დღეს ქართველები პროტესტის დასაფიქსირებლად ქუჩაში გამოვედით. ეს იმას ნიშნავს, რომ ქართველი ხალხი არასდროს შეურიგდება ქვეყნის სინგაპურიზაციას", - განაცხადა მან.
კითხვაზე - მიიღებს თუ არა აქცია პერმანენტულ ხასიათს, სანიკიძემ განაცხადა, რომ აქცია სამების საკათედრო ტაძართან დასრულდება.
"თუმცა აქციებს მანამ გავაგრძელებთ ვიდრე მიხეილ სააკაშვილი არ გადადგება", - განაცხადა სანიკიძემ.