პარლამენტში დეპუტატ დიმიტრი ლორთქიფანიძესა და უმრავლესობის წევრ ზურაბ მელიქიშვილს შორის ინციდენტი მოხდა.
ლორთქიფანიძემ საპარლამენტო დელეგაციებიდან გამოწვევას დაკვეთა უწოდა. მანამდე კი სხდომათა დარბაზში მელიქიშვილთან მივიდა და გამოწვევის საკითხს არკვევდა. მელიქიშვილმა ლორთქიფანიძეს ძალიან ხმამაღლა და უხეშად შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართა, თუმცა
ინციდენტი ფიზიკურ დაპირისპირებამდე არ მისულა. დამსწრე დეპუტატებმა ვითარება განმუხტეს.
ლორთქიფანიძის საპარლამენტო დელეგაციებიდან გამოწვევის საკითხი მას შემდეგ დადგა, რაც მან ფრაქცია "ძლიერი საქართველო" დატოვა და გადავიდა ფრაქციაში "ერთობა სამართლიანობისთვის".