რუსეთს საქართველოს გარდა ყველა მეზობელ ქვეყანასთან თანასწორი და მდგრადი ურთიერთობები აქვს. ეს განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილემ ანდრეი დენისოვმა გააკეთა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
"თუკი ჩვენ ავიღებთ მეზობელ ქვეყნებს, რომლებიც რუსეთის ფედერაციას ესაზღვრება, ან მასთან ახლოს გეოგრაფიულ ზონაში იმყოფება, ჩვენ ყველასთან თანასწორი, დაბალანსებული და მდგრადი ურთიერთობები გვაქვს. ერთადერთი გამონაკლისი, ჩვენთვის არასასიამოვნო ცნობილი მოვლენების გათვალისწინებით - საქართველოა. არსებობს პრობლემები მის უმაღლეს პოლიტიკურ ხალმძღვანელოასთან, მაგრამ არა თავად საქართველოსთან და ქართველ ხალხთან", _ აცხადებს დენისოვი.
"ჩვენ გვყავს მოკავშირეები, კოლექტიური უსაფრთხოების შესახებ ხელშეკრულების წევრი ქვეყნები და ეს სამოკავშირეო სამხედრო-პოლიტიკური ორგანიზაციაა", _ აცხადებს დენისოვი და აღნიშნავს, რომ "რუსეთს საბედნიეროდ თანამედროვე მსოფლიოში პრაქტიკულად მტრები არ ჰყავს".
მასალის გამოყენების პირობები