შეთანხმება რუსეთსა და ურუგვაის შორის სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე გაფორმდა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
"გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვა და ურუგვაის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლუის ალმაგრომ უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება გააფორმეს", _ იუწყება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო და აღნიშნავს, რომ აღნიშნული შეთანხმება ორი ქვეყნის მოქალაქეების მიმოსვლის დროს სავიზო ფორმალობებზე უარის თქმას ითვალისწინებს.
მასალის გამოყენების პირობები