აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს გრიგოლ ვაშაძეს მოუწოდა, უახლოეს მომავალში შეეცადოს, რუსეთის ფედერაციასთან შვეიცარიის შუამავლობით რუსეთის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრობასთან დაკავშირებული დარჩენილი საკითხები გადაწყვიტოს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
"აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან გრიგოლ ვაშაძესთან 25 წუთიანი შეხვედრა გამართა. შეხვედრის უმეტესი ნაწილი მიძღვნილი იყო შვეიცარიის ძალისხმევისაკენ, რომელიც საქართველოსა და რუსეთს შორის, რუსეთის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანების საკითხთან არის დაკავშირებული. როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან სერგეი ლავროვთან გამართულ შეხვედრაზე, გასულ კვირას, ასევე ახლა, სახელმწიფო მდივანმა მოუწოდა მინისტრ ვაშაძეს, მაქსიმალური სარგებელი მიიღოს შვეიცარიის მიერ წამოყენებული წინადადებებისაგან და ეცადოს მიღწეულ იქნას პროგრესი დარჩენილი საკითხების გადაწყვეტასთან დაკავშირებით დელეგაციების შეხვედრაზე, რომელიც უახლოეს მომავალში გაიმართება", _ ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ჰილარი კლინტონმა ასევე მადლობა გადაუხადა ვაშაძეს, საქართველოს თანხმობაზე ავღანეთში თავისი სამხედრო კონტიგენტის 1.700 ადამიანამდე გაზრდასთან დაკავშირებით.
"შეხვედრის ბოლო საკითხი, რომელიც განსაკუთრებული ხაზგასმით აღნიშნა სახელმწიფო მდივანმა იყო საქართველოს წინასაარჩევნო პერიოდში, 2012 და 2013 წლებში შესვლა და თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარება", _ ნათქვამია დოკუმენტში.
მათივე ინფორმაციით, თავის მხრივ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა პირობა დადო, რომ საქართველო გარღვევას გააკეთებს არჩევნების ხარისხის ამაღლებასთან დაკავშირებით და მადლობა გადაუხადა აშშ-ს დახმარებისათვის საარჩევნო პროცესის სრულყოფის საქმეში.