ხვალ, 28 სექტემბერს საქართველოს პრეზიდენტის პოლონეთში ვიზიტი იწყება, სადაც ის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტს დაესწრება.
პრეზიდენტის პრეს-სპიკერის მანანა მანჯგალაძის თქმით, ფორუმში მონაწილეობას როგორც აღმოსავლეთ პარტინორობის ქვეყნების ლიდერები, ასევე ევროკავშირის ხელმძღვანელები და ევროკავშირის წვერი ქვეყნების რამდნეიმე ლიდერიც მიიღებს.
"საქართველო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ევროკავშირთან უფრო მჭიდრო და ყოვლისმომცველი ურთიერთობის დამყარებას. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია ევროკავშირთან სავაჭრო ეკონომიკური საკითხების შემდგომი განვითარება. ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს შეთანხმება. მიმდინარე წლის ბოლომდე დაიწყოს მოლაპარაკებები ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებაზე. ეს საშუალებას მისცემს ქრათულ ბიზნესს კიდევ უფრო ფართოდ გახსნას კარი ევროპულ ბაზარზე"' - განაცხადა მანჯგალაძემ და დასძინა, რომ გარდა ამ საკითხებისა, ასევე ორმხრივ ინტერესს წარმოადგენს როგორც ქვეყნის ასევე რეგიონის უსაფრთხოება.
"აღმოსავლეთ პარტნიორობა არის საშუალება ჩვენი ქვეყნის ინტეგრაციისთვის ევროპასთან. ეს არის ძალიან წარმატებული ნაბიჯი ევროპისკენ მიმავალ გზაზე" - აღნიშნა პრეს-სპიკერმა.