პრეზიდენტის ადმინისტრაცია საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ვიზიტსა და სიტყვით გამოსვლას დადებითად აფასებს
როგორც პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა მანანა მანჯგალაძემ განაცხადა, 66-ე სესიაზე მიხიელ სააკაშვილის სიტყვით გამოსვლისას კიდევ ერთხელ გაჟღერდა საქართველოს პოზიცია ქვეყნისა და საზოგადოებისთვის საჭირბოროტო საკითხებზე.
"საუბარი შეეხო ქვეყნის განვითარების იმ დინამიკას, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში არსებობდა. შეხვედრების მხრივ ვიზიტი იყო საკმაოდ დატვირთული. სულ პრეზიდენტმა 50-მდე შეხვედრა გამართა სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან. შეხვედრები საინტერესო იყო, როგორც პოლიტიკური მოლაპარაკებების თვალსაზრისით, ასევე სიანვესტიციო პროგრამის კუთხითაც, ბიზნესწრეების გუნდებთან" - განაცხადა მანჯგალაძემ.
მისი თქმით, პრეზიდენტმა არაფორმალურ გარემოში შეხვედრა გამართა აშშ-ს პრეზიდენტ ბარაკ ობამასთან და შეხვერდისას საუბარი ქვეყნებს შორის თანამშრომლობას შეეხო.