საპარლამენტო უმრავლესობის წევრი აკაკი ბობოხიძე თავისი სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას ითხოვს იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტში კიდევ ერთხელ განაცხადებენ, რომ ომები საქართველოს მიერ იყო ინსპირირებული.
ამის შესახებ ბობოხიძემ დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
ბობოხიძის თქმით, მასა და პეტრე მმრაძეს შორის დაპირისპირება მიხეილ სააკაშვილის ხსენების გამო კი არა, იმის გამო მოხდა, რომ მამრაძემ 2008 წლის აგვისტოს მოვლენებს "ქართული პროვოკაცია" უწოდა.
"არავინ თქვას, რომ ომები ქართული მხარის ინსპირირებული იყო! თუ პარლამენტის დარბაზში ამაზე საუბარი კიდევ იქნება, დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტას მოვითხოვ ", - მიმართა ბობოხიძემ ოპოზიციას და დასძინა.
შეგახსენებთ: დღეს საქართველოს პარლამენტის პლენალურ სხდომაზე დეპუტატები პეტრე მამრაძე და აკაკი ბობოხიძე ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. სიტყვით გამოსვლისას მამრაძემ 2008 წლის აგვისტოს მოვლენებს "ქართული პროვოკაცია" უწოდა. ბობოხიძემ, საპასუხოდ, უხამსი სიტყვით მოიხსენია მამრაძე და და ფიზიკურ შეურაცხყოფა მიაყენა - სახის არეში ჩაარტყა.