დეპუტატ დიმიტრი ლორთქიფანიძის საპარლამენტო დელეგაციებიდან გამოწვევის საკითხის დღის წესრიგში შეტანას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დებატები მოჰყვა.
დიმიტრი ლორთქიფანიძის თანაფრაქციელი ჯონდი ბაღათურია დაინტერესდა, რატომ განიხილება მხოლოდ გამოწვევის საკითხი და რატომ არ განიხილება ახალი ფრაქციისთვის ახალი კვოტების საკითხი.
საპროცედურო საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, ხათუნა გოგორიშვილის განცხადებით, იმისთვის, რომ ახალ ფრაქციას ჰქონდეს კვოტა რომელიმე დელეგაციაში, ვაკანსია უნდა არსებობდეს. " სანამ ვაკანსიები არ იქნება დელეგაციებში, მანამდე შეუძლებელია ახალი ფრაქციისთვის ახალი კვოტების გამოყოფის საკითხის განხილვა", - განაცხადა გოგორიშვილმა.