პრეზიდენტის ადმინისტრაცია, ტუვალუს მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ განცხადებას, ინფორმაციის გადამოწმების შემდეგ გააკეთებს. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა მანანა მანჯგალაძემ განაცხადა.
"ვინაიდან ამ ინფორმაციას ავრცელებს მხოლოდ რუსული პრესა, ამ დროისთვის ინფორმაციის გადამოწმება მიმდინარეობს. პრეზიდენტის ადმინისტრაცია განცხადებას ინფორმაციის გადამოწმების შემდგეგ გააკეთებს" - განაცხადა მანჯგალაძემ.