გპირდებით რომ ზაფხულში 1-ელ აგვისტოს ანაკლიაში ავხსნით პირველ სასტუმროებს 5-ვარსკვლავიანს და მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო კურორტი იქნება, _ ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია "რუსთავი 2 "-ის გადაცემა "პოზიციაში" განაცხადა, სადაც მან 2009 წელი შეაფასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
"ამ დროისთვის მესტიის გზა ჯერ არ იქნება დამთავრებული, მაგრამ ავიყვანთ ჩვენს სტუმრებს და ვასრიალებთ თავიანთი ოჯახობით. მესტია გახდება ევროპაში საუკეთესო სათხილამურო კურორტი. მარტო გზა არის გასაკეთებელი, დანარჩენი ყველა წარმოუდგენელი მონაცემებია", _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.