საქართველოში მოდის ინვესტიციები _ განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია "რუსთავი 2 "-ის გადაცემა "პოზიციაში", სადაც მან 2009 წელი შეაფასა.
"600-700 მეგავატის მშენებლობა დავიწყეთ. ფარავანი უკვე შენდება. იანვარში ჩავალთ და ერთად გავჭრით ლენტს. ჩვენ მოვაწერეთ ნამახვანზე ხელი, რომელიც არის თითქმის ენგურის ხელა თუ გავითვალისწინებთ სიმძლავრეს და ეს არის დამატებით 30-40 ათასი დასაქმებული ადგილი. ქუთიასის ინდუსტრიული ზონა. ინვესტორმა ქუვეიტიდან მოხსნა რამდენიმე ქარხანა და მოდის საქართველოში _ ეს უკვე კონკრეტული დასაქმებაა. სწორედ აქედან გაიცემა ხელფასები და შეივსება ბიუჯეტი", _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.