არგენტინის პოლიციამ დააკავა დანაშაულის ორგანიზატორი, რომელსაც თვეზე მეტია მთელი ქვეყნის მოსახლეობა ადევნებს თვალს.
22 აგვისტოს დაიკარგა ბუენოს-აირესის მცხოვრები 11 წლის კანდელა როდრიგესი. 24 აგვისტოს არგენტინის დედაქალაქში აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გაიმართა საპროტესტი მსვლელობა, რომლის მონაწილეებმა მოუწოდეს ბავშვის გამტაცებლებს მისთვის სიცოცხლე შეენარჩუნებინათ.
ამის მიუხედავად, სექტემბრის დასაწყისში, ბუენოს-აირესის დედაქალაქის გარეუბნებში ნაპოვნი იქნა ბავშვის ცხედარი, რომელსაც აშკარად ეტყობოდა ძალადობისა და წამების კვალი.
ბავშვის გატაცებაში ბრალი ედება ვინმე ჰეკტორ მორეირს, რომელსაც სავარაუდოდ ასეთი ქმედებით სურდა კანდელა როდრიგესის მამისგან სესხად მიცემული ფულის დაბრუნება.