აშშ-ის მკვლევარებმა ატლანტიკის ოკეანის ფსკერზე 200 ტონა ვერცხლი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, ეს არის თანამდეროვე ისტორიაში ნაპოვნი ყველაზე დიდი განძი.
განძი კერძო კომპანიამ Odyssey Marine-მ აღმოაჩინა. ზოდები ჩაძირული სატვირთო გემის Gairsoppa-ს ტრიუმებშია განთავსებული. გემი 1941 წელს გერმანულმა ტორპედომ ჩაძირა.
"ვერცხლით დატვირთული გემი ინდოეთიდან დიდ ბრიტანეთში ბრუნდებოდა და ირლანდიის ნაპირებთან ძლიერ შრორმში მოყვა. კაპიტანი შეეცადა პორტ გოლუეამდე მიღწევას, მაგრამ გემი გერმანულმა წყალქვეშა ნავმა შეამჩნია და მისი მიმართულებით ტორპედოები გაუშვა", - იუწყება ბი-ბი-სი.
არსებული ინფორმაციით გემი ირლანდიის ნაპირებიდან 500 კილომეტრში, ხუთი ათას მეტრ სიღრმეზეა.
სპეციალისტების განცხადებით, ტვირთი ფაქტობრივად პირვანდელ მდგომარეობაშია და დაზიანებული არ არის. მისი ამოტანა 2012 წელის გაზაფხულზე დაიწყება.
წინასწარი შეფასებით განძის ღირებულება 230 მილიონი აშშ დოლარია, რომლის 80%-საც სწორედ მისი მპოვნელი კომპანია მიიღებს.