რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა ქვეყნის ფინანსთა მინისტრი და ვიცე-პრემიერი ალექსეი კუდრინი თანამდებობიდან გაათავისუფლა. შესაბამისი ინფორმაცია მედვედევის პრესმდივანმა ნატალია ტიმაკოვამ გაავრცელა.
მისი თქმით, თავად კუდრუნს გადადგომის განცხადება არ დაუწერია და მედვედევმა იგი არსებული პროცედურული ნორმების საფუძველზე გაათავისუფლა.
რუსეთში მომქმედი კანონის მიხედვით მინისტრები თანამდებობაზე ინიშნებიან და თავისუფლდებიან პრემიერ-მინისტრის წარდგინებით. სავარაუდოდ, სწორედ ვლადიმერ პუტინს მოუწია მისი ფავორიტი მონისტრის თანამდებობიდან გათავისუფლების წარდგინების მომზადება, რის საფუძველზეც მედვედევმა ბრძანებულებას მოაწერა ხელი.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პუტინს ამ დრომდე კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა მისი პრესმდივანი აცხადებდა, რომ "კუდრინი პუტინის გუნდში დარჩება".
კუდრინი უკვე 11 წელია ქვეყნის მთავრობაში იმყოფება.
შეგახსენებთ, რომ კურინის განცხადებას, რომ იგი არ აპირებდა მომავალში პრემიერ-მედვედევის კაბინეტში საქმიანებას, ჯერ კიდევ რუსეთის პრეზიდენტის მძაფრი რეაქცია მოჰყვა. მედვედევმა კუდრინისგან საკუთარი სიტყვების უარყოფა მოითხოვა ან თანამდებობის დატოვებისკენ მოუწოდა.