ჩვენი მთავარი ამოცანაა სიღარიბის შემცირება, რაც დაკავშირებულია დასაქმების გაზრდასთან, _ განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია "რუსთავი 2 "-ის გადაცემა "პოზიციაში", სადაც მან 2009 წელი შეაფასა.
"რაც არ უნდა ვილაპარაკოთ, უმუშევრობა არის კატასტროფული მაჩვენებლებით და ჩვენი მთავარი ამოცანაა ამ სიღარიბის შემცირება, რაც დაკავშიერებულია დასაქმების გაზრდასთან", _ განაცხადა პრეზიდენტმა და აღნიშნა, რომ უკვე დაწყებულია ახალი პროექტები, რომელიც უმუშევრობის შემირებას ხელს შეუწყობს.
"ჩვენ მოვაწერეთ ნამახვანზე ხელი, რომელიც არის თითქმის ენგურის ხელა, თუ გავითვალისწინებთ სიმძლავრეს, და ეს არის დამატებით 30-40 ათასი დასაქმებული ადგილი", _ აღნიშნა პრეზიდენტმა.