საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია "რუსთავი 2 "-ის გადაცემა "პოზიციაში" ეკონომიკური განვითარების სამინისტროს თანამშრომლების დაკავების ფაქტს შეეხო და აღნიშნა, რომ იმის მიუხედავად, რომ კორუფციის წინაღმდეგ სერიოზული ბრძოლა მიმდინარეობს, ასეთი რამ მაინც მოხდა. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ "ეს ნამდვილი ცისფერი მთებია".
"დღეს იყო სიუჟეტი, სადაც 20 ადამიანი დააკავეს. ეს ნამდვილი ცისფერი მთებია. ამდენს ვამაყობთ რომ კორუფციას ვებრძვით. მინდა გავაფრთხილო ეს ხალხი, რომ მათვთვის ციხეებში ცარიელი ადგილი არის", _ განაცხადა პრეზიდენტმა
ცნობისთვის კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტმა ეკონომიკური განვითარების სამინისტროს 20 თანამშრომელი დააკავა, რომლებიც კორუფციულ სექმეაში მონაწილობდნენ.