"ქართველთა მარში" 27 სექტემბერს, 16:00 საათზე, ვარდების მოედნიდან დაიწყება. როგორც ეროვნული ფორუმის" ერთ-ერთმა ლიდერმა გუბაზ სანიკიძემ განაცხადა, მომიტინგეები მსვლელობას რუსთაველის მოედანზედაც გამართვენ.
"ყოფილი რესპუბლიკის მოედნიდან, რომელსაც ახლა ვარდების მოედანს ეძეახიან, მშვიდობიანი აქცია რუსთაველზე გადაინაცვლებს, მსვლელობა სამების საკათედრო ტაძართან დასრულდება. სამებაში პარაკლისს გადავიხდით, აფხაზეთში დაღუპული ადამიანების სულისთვის, ამასთან ჯვართამაღლებასაც მიულოცავთ ერთმანეთს", - განაცხადა სანიკიძემ.
მისი თქმით, აქციაზე პოლიტიკური გამოსვლები არ იქნება.
"პოლიტიკურ გამოსვლებსა და რაიმე სახის დოკუმენტის მიღებას არ ვაპირებთ. ჩვენ დავაფიქსირებთ იმ პროტესტს, რომელიც წლების განმავლობასი დაგვიგროვდა. გავაპროტესტებთ ქვეყნის სინგაპურიზაციას, კიდევ ერთხელ ხმამაღლა დავაფიქსირებთ, რომ საქართველო სოხუმისა და ცხინვალის დაკარგვას არ შეურიგდება", - დასძინა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა.
ფორუმის მიერ ინიცირებული აქცია ერთდღიანია.