საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია "რუსთავი 2 "-ის გადაცემა "პოზიციაში" 2009 წელი შეაფასა და აღნიშნა, რომ ეს ეს იყო ყველაზე რთული პერიოდი.
"ეს იყო ყველაზე რთული პერიოდი. ომის და მის შემდგომი ოკუპაცია, უმძიმესი მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი, რომელმაც გადაუარა მთელ მსოფოლიოს და რეგონს და ასევე მრავალთვიანი შიდა პოლიტკური დესტაბილიზაცია. ჩვენ გაუძელით ერთსაც და მეორესაც. საქართველო არა მხოლოდ გადარჩა, არამედ დადგა ფეხზე. მე აქ იმიტომ არ ვარ, რომ ეს ჩვენ შევძელით და ფეხზე დავაყენეთ. ეს გააკეთა ქართველმა ხალხმა მრავალეთნიკურმა საზოგადოებამ, საქართველოს ხალხმა", _ განაცხადა პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, უამრავმა ადამინმა დაკარგა სამსახური, მაგრამ მიუხედავად ყველა ამ მიზეზებისა, ქვეყანამ შეინარჩუნა ბიუჯეტი და სიმბოლურად გაიზარდა დანაპირები
"ჩვენ შევინარჩუნეთ ბიუჯეტი და სიმბოლურად მაინც გავზარდეთ დანაპირები და გავაკეთეთ ის, რაც ბევრმა ვერ გააკეთა. საბანკო სექტორი ბევრგან ჩამოიშალა ჩვენ კი შევინარჩუნეთ. მთელ მოსფლიოს გადაუარა სამშენებლო კომპანიების გაკოტრების ტალღამ ჩვენ კი შევინარუჩუნეთ. თბილისის მერიის პროგრამა იყო ძალიან წარმატებული", _ განაცხადასააკაშვილმა და აღნიშნა, რომ ამ ყველაფრის მთავარი მამოძრავებელი ძალა არის ხალხი.