პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ, იტალიის რესპუბლიკის ახლად დანიშნული საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ფედერიკა ფავი მიიღო. შეხვედრაზე იტალია-საქართველოს ურთიერთობები და ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
ბაქრაძემ მადლობა გადაუხადა ელჩს იტალიის მიერ საქართველოსთვის გაწეული მხარდაჭერისთვის და სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა. თავის მხრივ, ელჩმა ორ ქვეყანას შორის ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების გაღრმავებისა და განვითარებისთვის მზადყოფნა გამოთქვა.