ხვალ, 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის მეთვრამეტე წლისთავთან დაკავშირებით პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ქართველი მხატვრების გამოფენა გაიხსნება. საქველმოქმედო ექსპოზიციის მიზანია მოაგროვოს თანხები გამოფენისთვის, რომელიც უახლოეს მომავალში ნიუ-იორკში გაეროს შტაბბინაში უნდა გაიმართოს.
თავიანთ ნამუშევარს შეერთებულ შტატებში აფხაზი მხატვრები წარმოადგენენ.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი ექსპოზიცია გაეროში პირველად გაიმართება და სწორედ ამ გამოფენისთვის იგეგმება საქველმოქმედო ექსპოზიცია თბილისში.