მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა მართავს 4-დღიან შეხვედრებს საერთაშორისო პროექტის _ "ომისგან თავისუფალი მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შესული ქალაქების" _ ფარგლებში. 27 სექტემბერს, 11:00 საათზე, თბილისში, სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" გაიმართება გახსნის ცერემონიალი, რომლის შემდეგ, 14:00 საათზე, პროექტის უცხოელი პარტნიორები გაემგზავრებიან მცხეთაში, რათა ადგილზე შეისწავლონ არსებული მდგომარეობა.
სამუშაო შეხვედრების შედეგად მომზადდება რისკის მზადყოფნის გეგმა, რაც წარმოადგენს წინაპირობას იმისა, რომ მცხეთის მსოფლიო მნიშვნელობის მემკვიდრეობას მიენიჭოს გაძლიერებული დაცვის სტატუსი ჰააგის კონვენციის თანახმად.