თითოეულმა ჩვენგანმა იცის, რომ სწორი კვება ჯანმრთელობის და სიცოცხლის ხანგრძლივობის საწინდარია. მაგრამ დღევანდელი ცხოვრების ტემპი საშუალებას არ გვაძლევს, ვიკვებოთ სრულფასოვნად, ზოგჯერ შიმშილი ტკბილეულით ან სწრაფი კვების ნაწარმით გადაგვაქვს.
მეცნიერებმა გერმანიიდან შეადგინეს იმ პროდუქტთა სია, რომელიც უნდა შედიოდეს თითოეულის რაციონში, რომელთაც მრავალი წლის განმავლობაში სურთ ცხოვრება.
თევზი. თევზი შეიცავს კალციუმს, რომელიც ამაგრებს ძვალს. დღის განმავლობაში 30 გრამი თევზის მიღება 2-ჯერ ამცირებს ინფარქტის წარმოქმნის საშიშროებას.
მარწყვი. ეს კენკრა გაცილებით მეტ ჩ ვიტამინ შეიცავს, ვიდრე ლიმონი. ასევე, მარწყვს აქვს რკინის მაღალი შემცვლელობა, რომელიც აძლიერებს ადამიანის იმუნურ სისტემას.
ვაშლი. ეს ხილი შეიცავს კვერცეტინს, რომელსაც შეუძლია კიბოს უჯრედების განვითარების შეჩერება. ამასთან, ამ ნივთიერებას აქვს ანთების საწინააღმდეგო ეფექტი.
ბანანი. ნახშირწყლებით ყველაზე მდიდარი და მსუყე ხილი. ბანანი შეიცავს ბევრ ნივთიერებას, რომელიც ხელსუშლის სისხლში შაქრის სწრაფ შესვლას. ბანანი კარგად წმენდს და მკვებავი ნივთიერებით ამარაგებს ორგანიზმს.
წიწაკა. ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლას და გახდომას.
რძე. რძეში არის სასარგებლო ცილები, ადვილად გადასამუშავებელი ცხიმი, შაქარი და ლაქტოზა.
სოიო. მასში არის ბევრი ლეციტინი და B ჯგუფის ვიტამინი, რომელიც აძლიერებს ნერვიულ სისტემას.
მწვანე ჩაი. მწვანე ჩაი შეიცავს სასარგებლო ნივთიერებებს, რომელიც ხელს უშლის ათეროსკლეროზის განვითარებას.
ნიორი. Nნივრის ხშირი გამოყენება ამცირებს კუჭისა და ნაწლავების კიბოს წარმოქმნის რისკს.
სტაფილო. სტაფილო სასარგებლოდ მოქმედებს მხედველობასა და კანის მდგომარეობაზე.