ევროკავშირს იმედი აქვს, რომ რუსეთი ვმო-ში გაწევრიანებისთვის საჭირო მოლაპარაკებებს დეკემბრის შუა რიცხვებისთვის დაასრულებს და წლის ბოლომდე ვმო-ს სრულფასოვანი წევრი გახდება. ამის შესახებ განცხადება პოლონეთის ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ მარცინ კოროლეცმა გააკეთა.
"ვიმედოვნებთ, რომ გადაწყვეტილება მიღებული იქნება დეკემბერში ვმო-ს მინისტრთა შეხვედრამდე, რომელიც ჟენევაში 15-17 დეკემბერსაა დაგეგმილი. ჩვენი სურვილია, რუსეთი ვმო-ს წევრი გახდეს და ჩვენ ყველაფერს გავეკეთებთ იმისთვის, რომ ეს მოხდეს", - განაცხადა ევროკომისარმა ვაჭრობის საკითხებში კარელ დე გიუხტმა.
შეგახსენებთ, რომ რუსეთი ვმო-ში გაწევრიანებას 17 წელია ცდილობს. იმისთვის, რომ ქვეყანა გაერთიანების წევრი გახდეს, მას ვმო-ს წევრი სახელმწიფოების თანხმობა ესაჭიროება, რუსეთს კი ამაზე საქართველოს თანხმობა არ გააჩნია. საქართველო რუსეთის ვმო-ში გაწევრიანებას გარკვეული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემდეგ დასთანხმდება.